სიახლე

ბუდუ ზივზივაძის დუბლით “კარლსრუემ” 2:0 მოიგო

გერმანიის II ბუნდესლიგაში „კარლსრუემ“ შინ „შალკე“ 2:0 დაამარცხა.

ბუდუ ზივზივაძემ თავი კვლავ გამოჩინა და გოლები 45–ე და 73–ე წუთებზე გაიტანა.

მეორე გოლიდან 5 წუთში, 78–ე წუთზე ბუდუ შეცვალეს და მოედანი მაყურებლების ოვაციების ფონზე დატოვა.

II ბუნდესლიგაში 5 თამაშში 6 გოლით და 1 საგოლე პასით ზივზივაძე ბომბარდირთა სიის ლიდერია.

ამ გამარჯვებით კარლსრუე 13 ქულით ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.

კარლსრუეს 5 მატჩში 4 მოგება და ერთი ფრე აქვს, 10 გატანილი გოლიდან კი 6 ბუდუს ანგარიშზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *