“ჩემპიონთა ლიგა”, სტატისტიკა (18 სექტემბერი)
დღეს ჩემპიონთა ლიგის I ტურის 6 შეხვედრა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა და ამჯერად 36 გუნდი ითამაშებს. ჯგუფური ეტაპი გაუქმდა, ახალი ფორმატის მიხედვით: თითოეული გუნდი 8-8 მატჩს ჩაატარებს სხვადასხვა მეტოქესთან, 4–ს შინ და 4–ს სტუმრად. შედგება ერთიანი სატურნირო ცხრილი და ცხრილში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადავა მერვედფინალში, მე-9-დან 24-ე ადგილის ჩათვლით გასული გუნდები მერვედფინალის საგზურს პლეი-ოფში გაითამაშებენ. 25-36 ადგილებზე გასული გუნდები კი ტურნირს გამოეთიშებიან.
შენიშვნა: ცხრილში მწვანე გრაფაში მოცემულია ურთიერთშეხვედრების დროს შინ ჩატარებული მატჩი, ხოლო თეთრ გრაფაში სტუმრად. მაგალითად: 2020 წელს “ბრიუგემ” სტუმრად 0:3 წააგო “დორტმუნდთან”, ხოლო 2010 წელს შინ ასევე 0:3 წააგო.
ჩემ. ლი. – ჩემპიონთა ლიგა; ამხან. – ამხანაგური მატჩი.