“ჩემპიონთა ლიგა”, სტატისტიკა (17 სექტემბერი)
დღეს ჩემპიონთა ლიგის 2024–25 წლების სეზონი 6 თამაშით იწყება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა და ამჯერად 36 გუნდი ითამაშებს. ჯგუფური ეტაპი გაუქმდა, ახალი ფორმატის მიხედვით: თითოეული გუნდი 8-8 მატჩს ჩაატარებს სხვადასხვა მეტოქესთან, 4–ს შინ და 4–ს სტუმრად. შედგება ერთიანი სატურნირო ცხრილი და ცხრილში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადავა მერვედფინალში, მე-9-დან 24-ე ადგილის ჩათვლით გასული გუნდები მერვედფინალის საგზურს პლეი-ოფში გაითამაშებენ. 25-36 ადგილებზე გასული გუნდები კი ტურნირს გამოეთიშებიან.
შენიშვნა: ცხრილში მწვანე გრაფაში მოცემულია ურთიერთშეხვედრების დროს შინ ჩატარებული მატჩი, ხოლო თეთრ გრაფაში სტუმრად. მაგალითად: 2010 წელს “სპორტინგმა” შინ 1:0 მოუგო “ლილს”, ხოლო 2010 წელს სტუმრად 2:1 მოუგო.
ჩემ. ლი. – ჩემპიონთა ლიგა