სიახლე

გოჩოლეიშვილის დეპიუტი კოპენჰაგენში შედგა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ბანიკი“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა მეათე წუთზე ტრავმირებული როდრიგო უესკასი შეცვალა. tipsbladet-ი აღნიშნავს, რომ პირველი სახიფათო მომენტი სწორედ გიორგის ჩაწოდებას მოჰყვა. მან მე-80 წუთზე ტრავმა მიიღო, თუმცა თამაშის გაგრძელება შეძლო.

გამარჯვების გოლი კი კომპენსირებულ დროში 18 წლის ნახევარმცველმა ვიქტორ ფროხოლდტმა გაიტანა, რომელიც შეცვლაზე 77-ე წუთზე შევიდა.

საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს ოსტრავაში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *