კიალა
ჰომეოპათიური საშუალება – მძიმე ლითონების დეტოქსი • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ).
შემადგენლობა: Calcium Carbonicum C12; Silicea C12; Lycopodium Clavatum C6; Cuprum metallicum C12; Silybum marianum C6; Coffea C12; Ethanol 30 vol % . ჩვენება : მძიმე მეტალების ქრონიკული ზემოქმედების ეფექტის განეიტრალება. ორგანიზმის ანტიტოქსიკური უნარის გაძლიერება. ნეიროტოქსიკური მოქმედების მეტალების (ვერცხლისწყალი, ტყვია და სხვ) განეიტრალებისა და ორგანიზმიდან ელიმინაციის ხელშეწყობა. მომატებული ჰიპერაქტიურობისა და გაღიზიანების სიმპთომების შემცირება. პრეპარატი ინიშნება მოჭარბებული ნერვული აგზნებადობის, როგორც დამატებითი საშუალება – ბავშვებში გონებრივი განვითარების შეფერხების, აუტიზმის დროს. მოცემული პრეპარატი ნაჩვენებია დაავადების სხვადასხვა ფაზებისას, რომელთაც თან ახლავს ფსიქიკური კომპონენტი, ის მოქმედებს როგორც ბიოლოგიური, დამამშვიდებელი საშუალება.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები და ბავშვები 15 წლიდან 4 – 5 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამამდე ბავშვები 3 დან 6 წლამდე: 2 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამამდე ბავშვები 6 დან 15 წლამდე: 3 – 4 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამამდე (საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია წამალი გაიხსნას 1 ჩაის კოვზ წყალში) მკურნალობის კურსი უნდა მიმდინარეობდეს 2 თვე შემდგომ 14 დღიანი შესვენებით ისევ ორი თვე. ასეთი სქემით კიალას დეტოქსით თერაპიის ხანგრძლივობა შესაძლებელია სამი წლის განმავლობაში.
გვერდითი მოქმედებები: ცნობილი არ არის უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.