ქუთაისლები მწვრთნელის გადადგომას ითხოვენ
ქუთაისელთა გულშემატკივრები (“ჯუნგლებმა”) საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” განცხადებას ავრცელებენ.
“ჩვენი მოთხოვნა მტკიცე და უცვლელია, სანამ კინი “ტორპედოს” მწვრთნელია, “ჯუნგლები” ტრიბუნას ვტოვებთ!!!”, – წერს ჯუნგლები.
“ტორპედო” ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან გორის “დილას” 6 ქულით ჩამორჩება. სტივ კინის გუნდი მორიგ მატჩს 1-ელ სექტემბერს, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.