სიახლე

ლევან შენგელია ბერნულ კლუბში ითამაშებს

28 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში, კერძოდ, “ოფიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Gentikoule ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლევანი 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და “ოფი” მის ტრანსფერს ოფიციალურად ხუთშაბათს დაადასტურებს.

შეგახსენებთ, შენგელია ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ბერძნული “პანაიტოლიკოსის” ღირსებას იცავდა. მათ რიგებში ლევანმა ჯამში 51 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *