მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ლალიგის მე–3 ტურის მატჩში “ბილბაომ” შინ ვალენსია დაამარცხა 1:0, მიუხედავად ამისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი გახდა. მამარდაშვილმა პირველ ტაიმში ჯერ ნიკო ვილიამსს აუღო ურთულესი დარტმული, მეორე ტაიმში კი მის ძმას – ნიკო ვილიამსს, ამას გარდა, გამოსვლებზეც შესანიშნავად ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ამ სეზონში იჯარით “ვალენსიაში” დარჩება. მომავალ სეზონში კი “ენფილდზე” ითამაშებს.