მედიკამენტისიახლე

ნადოქსი

ნადოქსი უჯრედის აღმდგენი.

შემადგენლობა: Acidum Succinicum C3,Carbo Vegetabilis C6, Oxigenium C6, Apis 30

მოქმედება: არეგულირებს უჯრედის ჟანგვა-აღდგენით პროცესებს. ასევე მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ და ახასიათებს ანტიოქსიდაციური მოქმედება. ნადოქსის გამოყენების ფონზე ხდება ორგანიზმის სწრაფი აღდგენა სტრესების შემდეგ, რეგულირდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსი. მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში,ანეიტრალებს ორგანიზმში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს – დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება. აწესრიგებს მეტაბოლიზმს, ნადოქსი ახდენს სწრაფად ტოქსინების ნეიტრალიზაციას. აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიჰიპოქსიური მოქმედება, იცავს უჯრედებს მავნე პროდუქტების ზემოქმედებისგან. წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის საუკეთესო საშუალებას. ორსულებში აძლიერებს იმუნიტეტს ინფექციური დაავადებების მიმართ, ასევე მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე, ამარაგებს ემბრიონს ჟანგბადით, აძლიერებს სისხლით მომარაგებას, და იცავს დედას და ნაყოფს ტოქსინებისგან.

ჩვენებები: კომპლექსური თერაპიის დროს: გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია, ასევე თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსური თერაპიის დროს (თავის ტვინის ინსულტები და ცერებროვასკულარული უკმარისობა). ჰემოფტალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენის და მისი ტოტების თრომბოზი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, თავის ქალას ტრავმების და ენცეფალიტის შემდგომი აღდგენითი პერიოდი; ორსულთა და ახალშობილთა ჰიპოქსიური მდგომარეობები. – დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში); – ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი(კომბინირებული თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი) – ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეაბილიტაციის დასაჩქარებლად; – აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკო და ნარკო დამოკიდებულ პაციენტებში სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში); ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები; ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში, პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ბავშვები; ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები; -სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე. -ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები. -პირველადი (გენეტიკური) და მეორადი განვითარების დაყოვნება, სპექტრი,აუტიზმი. ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები. -თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე. -ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები. მწვავე მოწამვლა საყოფაცხოვრებო , სამრეწველო და საკვები შხამებით, წამლებით, მოწამვლაალკალოიდებით, მძიმე ლითონების მარილებით; დისპეპსია, მეტეორიზმი, საკვებით მოწამვლითი ინფექციები, კუჭნაწლავის ტრაქტის სიმსივნე, კუჭიდან სისხლდენები…

მიღების წესი და დოზირება: 0-2 წლამდე 2 გრანულა. 2-6 წლამდე 4 გრანულა. 6-14 წლიდან 8 გრანულა. 14 წლიდან 12 გრანულა. გრანულები მიიღება 500 მლ წყაროს წყალში გახსნილი დღის განმავლობაში ყოველ 2 საათში ან წყლის ნაცვლად მცირე ულუფებით სრულად. გრანულები წყალში უნდა გაიხსნას დილით და მიღება მოხდეს სრულად. მეორე დღისთვის შენახვა ან სამაცივრე პირობები უკუნაჩვენებია. ასევე შეიძლება გრანულების ენაზე დადნობა. გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. უკუჩვენება არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები: გრანულები წყალში უნდა გაიხსნას დილით და მიღება მოხდეს სრულად. მეორე დღისთვის შენახვა ან სამაცივრე პირობები უკუნაჩვენებია. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე. შენახვის პირობები და ვადები დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას (ტუბი, ფლაკონი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *