რომელ ქვეყნებს ვაჯობეთ ოლიმპიადაზე?
დასრულდა პარიზის ოლიმპიური თამაშები, რომელზეც პირველი ადგილი აშშ–მ დაიკავა: 40 ოქროს, 44 ვერცხლის და 42 ბრინჯაოს მედლით. მეორე ადგილზე ჩინეთი გავიდა (40 ოქრო, 27 ვერცხლი, 24 ბრინჯაო).
მესამეზე – იაპონია (20 ოქრო, 12 ვერცხლი, 13 ბრინჯაო).
საქართველომ 24–ე ადგილი დაიკავა (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).
გავუსწარით შემდეგ ქვეყნებს: ბელგია, ბულგარეთი, სერბეთი, ჩეხეთი, დანია, აზერბაიჯანი, ხორვატია, სლოვენია, ავსტრია, ისრაელი, პოლონეთი, შვეიცარია, პორტუგალია, საბერძნეთი, არგენტინა, ეგვიპტე, თურქეთი, მექსიკა, სომხეთი, კოლუმბია, ლიტვა, ინდოეთი, სლოვაკეთი და სხვა…
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ჯამში 7 მედალი მოიპოვა.
ოქრო: ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა).
ვერცხლი: ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ილია სულამანიძე (ძიუდო), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).
ბრინჯაო: ლაშა გურული (კრივი).
გთავაზობთ საქართველოს ოლიმპიადაზე გამოსვლის სტატისტიკას: