აშშ–ს კალათბურთის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია
აშშ–ს კალათბურთის ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი დაამარცხა 98:87 (20:15, 29:26, 23:25, 26:21) და ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.
ამერიკელებიდან საუკეთესო სტეფ კარი იყო 24 ქულით (12–დან 8 სამქულიანი). ფრანგებიდან – ვიქტორ ვემბანიამა 26 ქულით.
მესამე ადგილისთვის მატჩში სერბეთმა – გერმანია დაამარცხა 93:83 და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.