სიახლე

ფინალი: აშშ – საფრანგეთი

8 აგვისტოს ოლიმპიადაზე კალათბურთში ნახევარფინალები გაიმართა. საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა 73:69.

ფრანგებს იაბუსელემ ულიდერა ( 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი), ხოლო გერმანიას დენის შროდერმა, თუმცა მისი 18 ქულა გერმანიის ნახერფინალში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.

მეორე ნახევარფინალში აშშ–მ სერბეთი დაამარცხა 95:91. სერბეთმა პირველი სამი მეოთხედი მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ 13 ქულით იგებდა, თუმცა ბოლო პერიოდი აშშ–მ 17 ქულით (32:15) მოიგო და ფინალში გავიდა.

აშშ–ს მხრიდან გამოსარჩევია სტეფ კარის 36 ქულა ( 14–დან 9 ზუსტი სამქულიანი) და ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი 16 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი.

სერბების მხრიდან საუკეთესო იყო ბოიან მოგდანოვიჩი 20 ქულით, ნიკოლას იოკიჩს 17 ქულა და 11 პასი ჰქონდა.

ამრიგად 10 აგვისტოს ფინალში აშშ – საფრანგეთს შეხვდება (23:30).

ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის გერმანია და სერბეთი იბრძოლებენ (13:00).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *