US Open დღეს იწყება
26 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ნიუ იორკში „დიდი სლემის“ მეოთხე ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა გაიმართება. ორგანიზატორებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ტურნირს ისტორიაში ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდი ექნება, რომელიც წინა წელთან შედარებით გაცილებით გაიზარდა და 75 მილიონი დოლარს შეადგენს.
კაცებში აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონია ნოვაკ ჯოკოვიჩი. 2023 წლის ფინალში მან სამ სეტში დაამარცხა დანიილ მედვედევი – 6:3, 7:6 (7:5), 6:3. ქალებში ტიტულს იცავს კორი გაუფი. 2023 წლის ფინალში მან სამ სეტში სძლია არინა საბალენკას – 2:6, 6:3, 6:2.