სტატისტიკა

დღეს ევროპის სუპერთასი გაიმართება

დღეს ვარშავაში ევროპის სუპერთასი გაიმართება, ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და ბერგამოს “ატალანტა” ხვდებიან. მატჩი 23:00–ზე დაიწყება და მას შვეიცარიელი არბიტრი შარერი იმსაჯებს.

მადრიდელებს ტრავმის გამო დავიდ ალაბა და კამავინგა არ ეყოლებათ, ბერგამოელებს კი სერიოზული საკადრო დანაკლისი აქვთ, მათ ერთბაშად 6 ფეხბურთელი არ ეყოლებათ, მათ შორის სკამაკა, კოპმაინერსი და ძანიოლო.

ეს გუნდები 2021 წელს ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე და ორივეჯერ მადრიდელებმა მოიგეს 3:1 და 1:0.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *