სიახლე

“მეცი” “ლიონს” გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის გამო უჩივის

ავტორიტეტული ფრანგული სპორტული გამოცემა L’Equipe  წერს, რომ “მეცი” “ლიონს” უჩივის. მიზეზად გიორგი მიქაუტაძის  ტრანსფერი სახელდება.

ირკვევა, რომ შეთანხმების თანახმად, “ლიონს” “მეცის” სალაროში პირველი შენატანი, 8 მილიონი ევრო, პირველ აგვისტოს უნდა გაეკეთებინა, თუმცა, მხოლოდ 3 მილიონი ევრო გადარიცხა.

ამის შემდეგ, “მეცის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სასამართლოსთვის მიემართა. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე “ლიონში” “მეციდან” 18,5 მილიონ ევროდ გადავიდა.

კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ეს თანხა ეტაპობრივად უნდა დაიფაროს. ეგაა, “მეცში” შეშფოთდნენ, რადგან პრობლემა პირველი გადახდისთანავე შეიქმნა. იმედი გამოვთქვათ, რომ სადაო საკითხი მალე მოგვარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *